ფოტოკონკურსი - „იყავი ნამდვილი“ (facebook-ის გვერდზე: “ https://facebook.com/bereal.ge”)

ფოტოკონკურსის გზავნილი:

„იმხიარულე, იყავი ლაღი და თამამად ჩაები ცხოვრების ფერხულში! ყველაფერში ბოლომდე დაიხარჯე. ცხოვრება აქვე, ხელის გაწვდენაზეა და თუ ოცნების უნარი გაქვს, ესე იგი ამ ოცნების ახდენაც ძალგიძს. მაშ, იყავი ბედნიერი, სავსე ცხოვრებით იცხოვრე  და იყავი ნამდვილი“.

 

კონკურსის შესახებ:

საზოგადოებრივი გაერთიანებაბემონიდა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა (UNICEF Georgia), ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტისYouth Drug Awareness Raising Projectფარგლებში, აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე: “იყავი ნამდვილი”.

ფოტოკონკურსი ტარდება დეკემბრის თვის განმავლობაში (1 დეკემბრიდან – 30 დეკემბრამდე). ფოტონამუშევრები უნდა გამოიგზავნოს/აიტვირთოს პროექტის საინფორმაციო კამპანიის facebook - ის გვერდზე: https://facebook.com/bereal.ge 

გამარჯვებული გამოვლინდება 31 დეკემბერს, “Like”- ების მეშვეობით.  

გამარჯვებულს გადაეცემა სამახსოვრო საჩუქარი.

ფოტოკონკურსზე წარმოდგენილ ნამუშევრებს საზოგადოებრივი გაერთიანებაბემონიგამოიყენებს პუბლიკაციებში, პლაკატებში, საინფორმაციო მასალებში, მოხსენებებში - სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პროექტების ფარგლებში.
არქივი