ივენთი - “BEATRATE”

ყველას გიწვევთ 29 მარტს არტერეას საგამოფენო სივრცეში (მისამართი: ქ. თბილისი, დოდო აბაშიძის 10), სადაც საინფორმაციო კამპანია „იყავი ნამდვილის“- “Be Real” ფარგლებში, გაიმართება კულტურული ივენთი - “BEATRATE”. ივენთის თემა ნარკოტიკული საშუალებების ირგვლივ ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდაა. ღონისძიება შედგება ორი ნაწილისგან: 1. 15:00 დან 20:00 მდე არტარეას დახურულ საგამოფენო სივრცეში იქნება ინსტალაციები და მუსიკა. 2. ამავდროულად, არტარეას ეზოში, ღია სივრცეში 15:00 დან 23:55-მდე იქნება ელექტრონული მუსიკა და ვიზუალური მეფინგი. დჯ ები: Owler, Roman,Zazo,Stimmhalt,Tade,Trotsky, Alex Jakupovic (ბერლინი) ღია სივრცეში და Glin Vok დახურულ სიცრცეში. ვიზუალისტები: ჯარა მამალაძე, Di.Ma. მუსიკალური ჟანრები: ტექნო და ჰაუსი. ივენთის პრომო იხილეთ http://www.prospett.com/vol1/

არქივი