აივ/შიდსთან ასოცირებული სტიგმა და დისკრიმინაცია

აივ-თან ასოცირებული სტიგმა

აივ-თან ასოცირებული სტიგმა და დისკრიმინაცია გლობალური მოვლენებია, ისინი გვხვდება მსოფლიოს ყველა ქვეყანასა და რეგიონში. მათი წარმოშობის მიზეზები მრავალგვარია – ეს არის ამ დაავადების შესახებ არასრულყოფილი ინფორმაცია, სხვადასხვა მითები ინფექციის გადაცემის გზების შესახებ, ცრურწმენები, ეპიდემიის შესახებ მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ცნობები; და ბოლოს, სექსუალობასთან, ნარკოტიკების მოხმარებასთან, ავადმყოფობასა და სიკვდილთან დაკავშირებული შიში და ა.შ.


სტიგმა (ბერძნ.stigma – ნაჩხვლეტილაქა) - ჩვენამდე შორეული წარსულიდან  მოვიდა. ეს სიტყვა წარმოიშვა  ანტიკურ  საბერძნეთში, სადაც მონებსა და დამნაშავეებს გახურებული შანთით დამღას ადებდნენ მათი სტატუსის აღსანიშნავად.

 


სტიგმა განიხილება, როგორც ძლიერი სოციალური იარლიყი, რომელიც ამ იარლიყის მქონე ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, ირგვლივმყოფების თვალში მნიშვნელოვან დისკრედიტაციას უკეთებს.


აივ-თან დაკავშირებული სტიგმის აღმოცენება მოულოდნელი არ ყოფილა. იგი დაფუძნებულია ადამიანთა ცნობიერებაში ღრმად ფესვგადგმულ ისეთ შიშებზე, რომლებიც წარსულში არსებობდა, მაგალითად, კეთრის, ქოლერის ან შავი ჭირის მიმართ.


სტიგმა ვითარდება არსებული ნეგატიური წარმოდგენების ნიადაგზე. ხშირად უსამართლოდ ფიქრობენ, რომ აივ-ინფიცირებულებმა საკუთარი საქციელის გამო დაიმსახურეს ის, რაც მათ დაემართათ. ზოგიერთების აზრით, ასეთი “ცუდი ქცევა” დაკავშირებულია სექსთან ან საზოგადოებისათვის მიუღებელ ქცევასთან, მაგ.: ნარკოტიკების მოხმარებასთან. ჰგონიათ, რომ აივ-პოზიტიური მამაკაცები – ეს მხოლოდ ჰომოსექსუალები, ბისექსუალები ანდა ის კაცები არიან, ვინც მეძავების მომსახურეობით სარგებლობენ; ხოლო აივ-ინფიცირებულ ქალებს საეჭვო სქესობრივი კონტაქტები ჰქონდათ, ან სექს-ბიზნესის წარმომადგენლები არიან.


რატომ მოხდა ისე, რომ აივ-თან ასოცირებულმა სტიგმამ ისეთ არნახულ მასშტაბებს მიაღწია, როგორიც არც ერთ ინფექციასთან და დაავადებასთან დაკავშირებით არ ყოფილა? მიზეზი, ალბათ, იმაშია, რომ სტიგმის განვითარებისათვის აუცილებელია ნიადაგი: უმეცრება და შიში. ჩვენს საზოგადოებაში ადამიანებს არ ჰყოფნით ინფორმაცია აივ/შიდსის შესახებ, ამიტომ ისინი ამ ნაკლოვანების შევსებას არასწორი სტერეოტიპების შექმნითა და განზოგადებით ცდილობენ.


უნდა გვახსოვდეს, რომ სტიგმა ირაციონალური დამოკიდებულებაა და ძალიან ძნელია იმის ახსნა, თუ რატომ ეთანხმებიან და იზიარებენ ადამიანები ასე ბრმად და ადვილად მასტიგმატიზებელ შეხედულებებს.



დისკრიმაცია – “ამოქმედებული” სტიგმა


დისკრიმინაცია -  (ლათ. discriminatio  -  განსხვავება)  -  არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფის წევრთა  უფლებების დაკნინება რომელიმე ნიშნის მიხედვით (ეროვნული, რასობრივი, გენდერული,     აღმსარებლობის, სექსუალური ორიენტაციის, დაავადების და ..).



სტიგმატიზაცისა და დისკრიმინაციის მანკიერი წრე


დისკრიმინაცია სამი კომპონენტისაგან შედგებამადისკრიმინირებელი განწყობები,მადისკრიმინირებელი ქცევა და დისკრიმინაციის აქტი. პირველი ორი  კომპონენტი   ეხება   იმ   ადამიანებს, ვინც  სოციალური ნორმების   ჩარჩოებში   ეტევა,  ხოლო მესამე  კომპონენტი   აღნიშნავს სოციალური ნორმების ჩარჩოებში და მათ გარეთ მყოფ    პირთა ურთიერთობებს. სტიგმა ხელს უწყობს მადისკრიმინირებელი განწყობების ჩამოყალიბებას, ეს განწყობები ხშირად  გამოიხატება მადისკრიმინირებელ  ქცევებში,  რასაც  შედეგად   დისკრიმინაციის აქტი მოყვება.  თავის მხრივ,  დისკრიმინაციის  აქტი  კიდევ უფრო აღრმავებს სტიგმას. ასეთი ურთიერთქმედება ქმნის სტიგმატიზაცისა და დისკრიმინაციის მანკიერ წრეს.


სტიგმაზე საუბრისას ხშირად მხედველობიდან გვრჩება ერთი მნიშვნელოვანი მომენტისოციალური,  ეკონომიური და პოლიტიკური ძალაუფლება.  ყველა   ადამიანს  შეუძლია  მიაკეროს   იარლიყი   სხვას, მაგრამ ძალაუფლების გარეშე ეს სტიგმა ვერ იქცევა დისკრიმინაციად


დისკრიმინაცია  ეს  არის სტიგმა,  რომელიც   მოქმედებად   გადაიქცა. დისკრიმინაცია შესაძლებელია მხოლოდ  საზოგადოებაში  ძალაუფლებისა და კონტოლის  არათანაბარი       გადანაწილების შემთხვევაში. მაგალითადპაციენტს შეიძლება ჰქონდეს მასტიგმატიზებელი შეხედულებები ექიმების  შესახებ და თვლიდეს, რომ ყველა ექიმი ცუდად ექცევა  აივ პოზიტიურ ადამიანებს და ცუდად მკურნალობს. მსგავსი შეხედულებები წარმოადგენს სტიგმას, მაგრამ  მათ არ   მივყავართ   დისკრიმინაციამდე.   მაგრამ   თუკი  ექიმს    აქვს   სტიგმა პაციენტის მიმართ, უკვე დისრიმინაცია რეალურად შესაძლებელი ხდება და მას შეუძლია, უარი თქვას პაციენტის მკურნალობაზე.


სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციული ქმედებების  მაგალითებია: სავალდებულო სკრინინგი და ტესტირება, სავალდებულო ინფორმირება აივ/შიდსით  დაავადების შესახებ, ანონიმურობაზე უფლების შეზღუდვა, დაავადებულთა  შეზღუდვა  მუშაობაზე, სამედიცინო დახმარებაზე,  მათი იზოლაცია, ჩაკეტვა და იძულებითი მკურნალობა.

 

დისკრიმინაციის ერთ-ერთ ნათელ მაგალითს მიგრაციისა და საზღვარგარეთ წასვლის შეზღუდვა წარმოადგენს.  მიუხედავად ფართოდ გავრცელებული  მოსაზრებისა, რომ აივ პოზიტიური ადამიანების თავისუფალი გადაადგილების შემზღუდავი  კანონები არაეფექტურია,   ბევრმა   ქვეყანამ  აიღო   კურსი  მათი მგზავრობისა   და მიგრაციის შეზღუდვაზე.


როგორც ოჯახში, ასევე საზოგადოებაშიც სტიგმა და დისკრიმინაცია გამოვლინდება უარყოფის, გაკიცხვის, “განტევების ვაცის” ძიების და სხვა ფორმებით. ზოგჯერ ადამიანები საერთოდ გაურბიან ურთიერთობებს ან ავრცელებენ ხმებს იმათ შესახებ, ვინც, მათი აზრით, ინფიცირებულია. უფრო ექსტრემალურ სიტუაციებში შეინიშნება ასეთი ადამიანების მიმართ სისასტიკისა და ძალადობის ელემენტები.


 

ბევრ ქვეყანაში სწორედ ოჯახი ზრუნავს და მხარს უჭერს აივ დადებითი სტატუსის მქონე ადამიანებს, თუმცა ოჯახის წევრების ნეგატიური რეაქციაც ასევე გავრცელებული მოვლენაა. არის შემთხვევები, როცა აივ ინფიცირებულები საკუთარ ოჯახებში განიცდიან დისკრიმინაციას, ხოლო აივ ინფიცირებული ქალების მიმართ დამოკიდებულება უფრო ცუდია, ვიდრე მამაკაცების მიმართ.


 

ბევრ შემთხვევაში სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია ვრცელდება არა მარტო აივ ინფიცირებულებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზე, მეზობლებსა და მეგობრებზე. ასეთი “დამატებითი” სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია ქმნის სოციალური იზოლაციის ატმოსფეროს იმათ ირგვლივ, ვისაც ასევე ეხება ეს პრობლემა – ესენი არიან ინფიცირებულთა პარტნიორები და შვილები.



პიროვნებისადმი დამოკიდებულება


ცალკეული პირების მიმართ სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გამოვლინება მნიშვნელოვანწილად  დამოკიდებულია ოჯახისა    და საზოგადოების  მხარდაჭერაზე, ისევეროგორც თავად ინფიცირებულთა პერსონალურ განწყობებზე  და საკუთარი აივ-სტატუსისა და  სექსუალური ორიენტაციის ირგვლივ მათი გახსნილობის ხარისხზე.

 

აივ/შიდსთან  ასოცირებული სტიგმატიზაციისა  და დისკრიმინაციის შიში იწვევს  იმას,  რომ ეს ადამიანები თვითიზოლაციას მიმართავენ, რამეთუ აღარ განიცდიან  თავს საზოგადოების ნაწილად და არ შესწევთ უნარი, მიიღონ ცივილიზებული  მომსახურება და  მხარდაჭერა, რომელიც მათ ასე  სჭირდებათ.

 

საშიშია არა დაავადება, არამედ ადამიანების დამოკიდებულება  დაავადებულების  მიმართ. როცა არსებობს დისკრიმინაცია, უფრო  ხელსაყრელია,  არ იცოდე  საკუთარი აივ-სტატუსი. რა გასაკვირია, რომ დიაგნოზის გამხელა ბევრისათვის უფრო საშიშია, ვიდრე თავად ვირუსი: დაავადება რამდენიმე წლის შემდეგ გამოვლინდება, ხოლო აივ-სტატუსის გამჟღავნება  დაუყოვნებლივ და შეუქცევად შედეგებს  მოიტანს. საზოგადოება კვლავ  დაყოფილია იმ ადამიანებად, ვინც მალავს თავის დიაგნოზს და იმად, ვისაც ურჩევნია, არ იცოდეს დიაგნოზის  შესახებ.