ვინ ვართ

საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც არსებობს 1998 წლიდან და აქვს კერძო დეტოქსიკაციური კლინიკა.

საზოგადოებრივ გაერთიანება ბემონს გააჩნია ყველა შესაძლებლობა და რესურსი იმისათვის, რომ იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია ნარკოლოგიის სფეროში. ორგანიზაციაში მუშაობს 21 მაღალკვალიფიციური თანამშრომლისგან შემდგარი გუნდი.

საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი მუშაობს ახალგაზრდობასთან, სკოლების პედაგოგებთან, მშობლებთან და საზოგადოების სხვა წევრებთან ნარკოტიკების მოხმარების/აივ/შიდსის პრევენციის დასანერგად და ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად; ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს შორის აივ/შიდსის და სგგის გავრცელების პრევენციისათვის შექმნილია სპეციფიკური სამსახური ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით; საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი მუშაობს საზოგადოების მობილიზაციაზე ნარკომანიასა და აივ/შიდსთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად; ტექნიკურ დახმარებას უწევს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, სათემო ჯგუფებს და მედიის წარმომადგენლებს. ორგანიზაცია ატარებს ტრენინგებს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სერვისის მიმწოდებლებისათვის, თემის წარმომადგენლებისათვის და განმანათლებლებისათვის. ბემონი მონაწილეობს პოლიტიკის/სტრატეგიის შემუშავებაში და თანამშრომლობს როგორც საზოგადოებრივ, ისე სამთავრობო სტრუქტურებთან ნაკომანიის პრობლემების მოგვარების ეფექტური გზების შესამუშავებლად. ჩვენი ინიციატივები და პროგრამები ეფუძნება კვლევების მონაცემებს.

ამჟამად ბემონში მუშაობს 4 ცენტრი: ნარკომანიის პრევენციისა და კონსულტირების ცენტრი, ტრენინგისა და ინფორმაციის ცენტრი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და აივ/შიდსის ექსპერტ-ცენტრი და ნარკომანიისა და აივ/შიდსის პრევენციის რესურს–ცენტრი თელავში.