ჩვენს შესახებ

მისია ჩვენს სახელწოდებაშია გამოხატული _ “ბემონი” სულხან-საბას “სიტყვის კონაში” განმარტებულია, როგორც უმაღლესი ხარისხი. უმაღლესი ხარისხის საინფორმაციო, საგანმანათლებლო, საკონსულტაციო და სამკურნალო სამსახურებით ორგანიზაცია ხელს უწყობს ჯანსაღი და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას.

 

ხედვა _ ყოველი ადამიანი უნიკალური, განვითარების მაღალი პოტენციალის მქონე არსებაა. იმისათვის, რომ ადამიანმა სრულად შეძლოს თავისი შესაძლებლობების რეალიზაცია, ის უნდა იყოს თავისუფალი. ამიტომ, ყველა ორგანიზაცია თუ საზოგადოებრივი გაერთიანება უნდა ზრუნავდეს პიროვნების უსაფრთხოებასა და განვითარებაზე.

 

ღირებულებები _ წარსული გამოცდილების გათვალისწინებით მომავალზე ორიენტაცია, მუდმივი განახლება, შემოქმედებითობა და ხარისხი. ძირითადი პრინციპებია ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება, პიროვნების პატივისცემა, ადამიანის უფლებების დაცვა, პასუხისმგებლობა, კეთილსინდისიერება, პროფესიული ზრდა.