რას ვაკეთებთ

საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი მუშაობს რამდენიმე მიმართულებით:

  • საქართველოში ნარკომანიის გავრცელების შესამცირებლად პრევენციული ინტერვენციების განხორციელება;
  • ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის პრევენციისა და ზიანის შემცირების პროგრამების შემუშავება და დანერგვა;
  • აივ/შიდსის/სგგის პრევენციის პროგრამების შემუშავება და დანერგვა;
  • ნარკოტიკების მოხმარებასთან და მოხმარების შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულების შეცვლაზე მუშაობა;
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა;
  • მედია-კამპანიებისა განხორციელება და ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის გავრცელება.

ორგანიზაციის მუშაობის პერიოდში სხვადასხვა ტიპის სატელეფონო და პირისპირ კონსულტაცია გაეწია 16000-ზე მეტ ადამიანს. დაახლოებით 2 000 ადამიანი მონაწილეობდა ბემონის მიერ სხვადასხვა თემებზე ჩატარებულ ტრენინგებსა და სემინარებში.