ნარკომანიის პრევენციისა და კონსულტირების ცენტრი

ნარკომანიის პრევენციისა და კონსულტირების ცენტრი შეიქმნა 1999 წელს ევროსაბჭოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში სახელწოდებითსაქართველოში ნარკომანიის პრევენციის პილოტური მოდელი”.

ცენტრის ამოცანებია:

· პრევენციული პროგრამების შემუშავება და დანერგვა, რომლების ხელს შეუწყობს პრობლემების მოგვარებას ინდივიდუალურ, ოჯახურ, ინსტიტუციურ და თემის დონეებზე;

· იმ ადამიანების დახმარება, ვისაც უშუალო კონტაქტი აქვთ მაღალი რისკის ჯგუფებთან ან პოტენციურ მომხმარებლებთან;

· რისკის ჯგუფებისა და მათი სოციალური გარემოს, კერძოდ, ახალგაზრდებისა და მათი ოჯახის წევრების კონსულტირება;

· პრევენციული და ადრეული ინტერვენციული მომსახურება:

a) ინდივიდუალური და ოჯახური კონსულტაცია;

b) ნებაყოფილობითი კონსულტირება და ტესტირება;

c) სატელეფონო კონსულტაცია.

· ნარკოტიკების მომხმარებელთა ოჯახის წევრების მომსახურება.

ცენტრი საქმიანობს შემდეგ სფეროებში:

· ახალგაზრდობისა და მათზე ზეგავლენის მქონე მოზრდილების პრევენციული განათლება;

· ნარკოტიკების მომხმარებელთა კონსულტირება და ინფორმირება;

· ნარკოტიკების მომხმარებელთა ოჯახის წევრების კონსულტირება და ინფორმირება;

· ნარკოტიკების მომხმარებელთა და მათი სქესობრივი პარტნიორების კონსულტირება და ინფორმირება აივ ინფექციის, სგგი-, ვირუსული B და C ჰეპატიტების რისკის შემცირების საკითხებზე;