ტრეინინგისა და ინფორმაციის ცენტრი

ტრენინგისა და ინფორმაციის ცენტრი შეიქმნა 2005 წელს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული სგგი-ს და აივ/შიდსის პრევენციის პროექტის ფარგლებში. ცენტრის მიზანია ჯანმრთელი საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ცენტრი სთავაზობს ტრენინგებს და ინფორმაციას ბავშვებს და ახალგაზრდებს, მათზე ზეგავლენის მქონე მოზრდილებს, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს და მათი ოჯახის წევრებს, მედიცინის მუშაკებს, ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებს, იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვინც მუშაობს ნარკომანიისა და აივ/შიდსის სფეროში, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენლებს.

 

ამოცანები:

  • ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშესაწობად მეთოდოლოგიების მოძიება, ადაპტაცია და შემუშავება (თეორიული ბაზის შექმნა);
  • საინფორმაციო და სასწავლო სერვისების შექმნა (მეთოდების პრაქტიკული გამოყენება)
  • თანამოაზრეთა ქსელის შექმნა და გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება (კლუბის შექმნა)
  • ცენტრის სიცოცხლისუნარიანობაზე ზრუნვა.

ცენტრი ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:

  • ეფექტური პრევენციული მეთოდოლოგიების შექმნა ნარკომანიისა და აივ ინფექციის თემებზე;
  • პოტენციური ბენეფიციარებისათვის ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
  • თანამოაზრეთა კლუბის შექმნა და ხელშეწყობა.