ფსიქიკური ჯანმრთელობისა და აივ/შიდსის ექსპერტ-ცენტრი

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და აივ/შიდსის ექსპერტ-ცენტრი შეიქმნა 2005 წელს პროექტის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ორგანიზაციასთან ერთადგლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში”. ცენტრის მიზანია აივ ინფიცირებულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და აივ ინფექციის ურთიერთზეგავლენის გათვალისწინებით.

ცენტრის ამოცანებია:

  • აივ ინფიცირებულთათვის და მათი ახლობლებისათვის არსებული სერვისების გაფართოება და გაძლიერება კომპეტენტური ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურის შეთავაზებით, რომელიც გაითვალისწინებს კულტურულ თავისებურებებს;
  • აივ/შიდსის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროებში მომუშავე პროფესიონალების თანამშრომლობის გაძლიერება;

· ფსიქიკური ჯანმრთელობის მუშაკების მიერ, საჭიროების შემთხვევაში, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და აივ/შიდსის სამსახურებში, ისე ნარკომანიის სამკურნალო დაწესებულებებში მიმართვის შესაძლებლობის გაუჯობესება;

· აივ/შიდსის საკითხებზე საინფორმაციო და საკონსულტაციო მეთოდოლოგიების შემუშავება კულტურული თავისებურებების გათვალიწინებით.

ცენტრის საქმიანობა:

  • სამიზნე ჯგუფების საჭიროებებისა და პრობლემების გამოვლენა;
  • თანამშრომლობითი ქსელის შექმნა და გაძლიერება;
  • ტრენინგების ჩატარება ფსიქიკური ჯანმრთელობის, პირველადი ჯანდაცვისა და სხვა სამსახურებისათვის;
  • სერვისების მიმწოდებლებისათვის განახლებული ტრენინგების შეთავაზება და მუდმივი ტექნიკური დახმარება;
  • საინფორმაციო, საკონსულტაციო და რეფერალური მომსახურება.

ცენტრის მულტიდისციპლინარული ჯგუფი შედგება მაღალი პროფესიული გამოცდილების მქონე ექიმებისაგან, ფსიქოლოგებისაგან, მკვლევარებისაგან, რომელთაც აქვთ სპეციალური ცოდნა აივ/შიდსის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროებში.