წესები

სპეციალისტთა კონსულტაციის წესები:



სპეციალისტის კონსულტაციის მიღება შეუძლიათ აივ ინფიცირებულებს, შიდსით დაავადებულებს და ყველას, ვისაც ეს პრობლემა შეეხო.


გთავაზობთ უფასო კონსულტაციის მიღებას ნებისმიერ ფსიქოლოგიურ, იურიდიულ და ჯანმრთელობის საკითხებზე on-line რეჟიმში.

 


იმ მიზნით, რომ მომხმარებლებს გავუმარტივოთ ჩვენთან ურთიერთობა, გთავზობთ სერვისით  სარგებლობის წესს:


საიტის www.aidsrights.ge მთავარი გვერდის მარჯვენა კუთხეში განთავსებულია 3 პატარა ფანჯარა რომლებიც გვატყობინებს, რომ მათზე დაწკაპებით შესძლებთ შესაბამისი კონსულტაციის მიღებას on-line რეჟიმში.


 

გთხოვთ, თქვენთვის სასურველი კითხვა ჩაწეროთ  ფანჯარაში, მიუთითოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი (რომელზეც მოგწერთ პასუხს)  და დააჭიროთ გაგზავნის ღილაკს. შესაბამის პასუხს მიიღებთ ერთი კვირის განმავლობაში.


მადლობა