აივ ეპიდემია და ადამიანის უფლებები

რა კავშირია ადამიანის უფლებებსა და აივ ეპიდემიის პრობლემას შორის? პირდაპირი! ეს პრობლემა არ იარსებებდა, რომ არ არსებობდნენ... ადამიანები!…  

 აივ ინფიცირებული ადამიანები, რომლებსაც სურთ, ჰქონდეთ ნორმალური ცხოვრების, მუშაობის, სწავლის, ურთიერთობის უფლება;

 მათი ახლობლები, მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები;

 ადამიანები, რომელთაც უტარებენ აივ ტესტირებას ისე, რომ რომ მათგან ნებართვას არ იღებენ;

 აივ ინფიცირებული ადამიანები, რომელთაც სჭირდებათ დროული სამედიცინო დახმარება და უარს იღებენ მომსახურებაზე;

 ადამიანები, რომლებიც ზურგს აქცევენ აივ პოზიტიურ ადამიანებს


ხშირად ცდილობენ, რომ აივ ეპიდემიის კონტექსტში ადამიანის უფლებების დარღვევა “საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის” ან “საზოგადოებრივი მორალის დაცვის” მოსაზრებებით გაამართლონ, მაგრამ არ ითვალისწინებენ იმას, რომ ადამიანთა უფლებების შელახვით კიდევ უფრო ზრდიან აივ ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს.



"ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხეშეუხებლობის უფლება"
                                 ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 3



"ყოველი ადამიანი თანაწორია კანონის წინაშე და განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, ყველას აქვს უფლება, თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ"

                                 ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 7


"ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება"

                                                     საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 16 


"ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია"

                                                     საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 17 


“სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს.”

                                                    საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 7


ადამიანის უფლებები არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვები ან ფრაზები სხვადასხვა დოკუმენტებიდან. ფაქტებით დამტკიცებულია, რომ როცა დაცულია უფლებები, აივ პროფილაქტიკური ღონისძიებები ბევრად უფრო ეფექტურად ხორციელდება, ნაკლებია ინფიცირების რისკი და, მეორე მხრივ, აივ პოზიტიური ადამიანები და მათი ოჯახის წევრები სიძნელეებს უკეთესად უმკლავდებიან. მათ ეძლევა საშუალება, იცხოვრონ ღირსეულად, მოუტანონ საზოგადოებას სარგებლობა, დაეხმარონ სხვებს.


თითოეული ჩვენთაგანი ცხოვრობს გარემოში, სადაც არსებობს ინფიცირების რისკი. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, პატივისცემით მოვეპყროთ სხვების უფლებებს; დავეხმაროთ ადამიანებს, დაძლიონ შიში, უცოდინრობა და ცრურწმენები, რომლებიც მათ სხვა ადამიანების უფლებების ხელყოფისაკენ უბიძგებენ.



აივ ინფექციასთან დაკავშირებული ადამიანთა უფლებები 

1. არადისკრიმინაციული მიდგომა;
2. უფლება, დაცული იყოს კანონით;
3. უფლება სიცოცხლეზე;
4. არაჰუმანური ან უხეში მოპყრობისაგან დაცვის უფლება;
5. უფლება, ჰქონდეს პირადი ცხოვრება;
6. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
7. დაქორწინების უფლება;
8. განათლების უფლება;
9. უფლება, ჰქონდეს სამსახური;
10. სოციალური უზრუნველყოფის, დახმარებისა და კეთილდღეობის უფლება;
11. გადაადგილების თავისუფლება;
12. თავშესაფრის მოძებნისა და მიღების უფლება;
13. საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება.

შიდსის XI საერთაშორისო კონფერენციის დეკლარაცია  ვანკუვერი, 1996